მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს: "ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო...

მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს: “ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა”.

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ მეორე ტურთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ფეისბუქით ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი.ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნების მიუხედავად ხელების ჩამოშვებას არავინ არ აპირებს.სააკაშვილის განცხადებით, მეორე ტური იქნება უსამართლო, სწორედ ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს მობილიზება იმ ფაქტებისა და მასალისა, რომელიც გაყალბების ფაქტებს ასახავს."მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის.ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად,”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
 
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...