მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიკავებენ თუ არა თანამდებობებს "თავისუფალი დემოკრატების "უკვე ყოფილი წევრები მომავალ მთავრობაში?

დაიკავებენ თუ არა თანამდებობებს “თავისუფალი დემოკრატების “უკვე ყოფილი წევრები მომავალ მთავრობაში?

Published on

„არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა "ფეისბუქზე" და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ არავითარი შეხვედრა და არავითარი შეთავაზებები არ ყოფილა.„თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს არის ის, რომ არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასოდეს“, – განაცხადა აბაშიძემ.
 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...