მთავარისიახლეებიპოლიტიკა6 პირის დაკავების ფაქტზე შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა

6 პირის დაკავების ფაქტზე შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა

Published on

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დაადასტურეს, რომ სამართალდამცველებმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 163 და 353 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 6 პირი დააკავეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების ინფორმაციით  აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. როგორც შსს-ში განაცხადეს თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს.უწყების ცნობით გამოძიებას შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს. 
 
 

სიახლეები

აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გამოცემა Fox News...

g7-მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება...

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება – ტრამპი

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...