მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიქრია ჩიხრაძე:"თუ ერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის".

ფიქრია ჩიხრაძე:”თუ ერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის”.

Published on

"დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი," – ამ განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაანონსებულ ცვლილებებს.ჩიხრაძე, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრთა განცხადებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული და არა ერთი კაცის სურვილით.მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის შედეგად მიღებული, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული და საერთოდ ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი, რომ ამ პრობლემებზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს აპელირება მმართველი ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...