პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმა,ვიქტორ დოლიძემ,ზურაბ აბაშიძემ,დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა დატოვეს.

0
324
პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა. “პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დაგვიჭირა. მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, თუმცა არჩევნებმა ცხადყო, რომ დასაწყებია ახალი ეტაპი, როგორც “თავისუფალ დემოკრატებში“, ასევე ჩემთვისაც. ამიტომ ვტოვებ “თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და ვაჩერებ პარტიულ მოღვაწეობას.ჩიქოვანის გარდა პარტიის დატოვების შესახებ დღეს კიდევ 4 წევრმა განაცხადა: ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა. 
წინა სტატიაპარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმა,ვიქტორ დოლიძემ,ზურაბ აბაშიძემ,დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა დატოვეს.
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი:”პარლამენტი არის ძალიან კარგ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური