მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა ნარჩემაშვილი:"პარლამენტი არის ძალიან კარგ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით ქალაქში, რომელიც ისტორიულად...

კობა ნარჩემაშვილი:”პარლამენტი არის ძალიან კარგ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი”

Published on

პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი აღარ განიხილება – ამის შესახებ განცხადება, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა.ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველს პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრა აძლევს.„პარლამენტი არის ძალიან კარგ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ათასწლოვანი ისტორია აქვს ამ ამბავს და მე ახალ ამბავს არ ვამბობ. ოპონენტების საყურადღებოდ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს."მე პრემიერმინისტრთან და იმ ადამიანებთან შეხვედრამ, რომელიც იყო რამოდენიმე დღის უკან, მომცა აბსოლუტური გარანტია, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ იქნება,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 
 
 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...