მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია:"გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე უკომპრომისო ბრძოლას პარლამენტში".

ელენე ხოშტარია:”გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე უკომპრომისო ბრძოლას პარლამენტში”.

Published on

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.როგოც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მისი პოზიცია  ქართული ოცნების პარლამენტში მარტო დატოვებასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია პარლამენტში წარმოდგენილი იქნება.„გაცილებით უპრიანი მგონია, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა მარტო ქართული ოცნება და ივანიშვილი თავის გაყალბებულ არჩევნებთან და ეს პარლამენტი ყოფილიყო ისეთივე ერთპარტიული, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში ან კიდევ სხვა ამ ტიპის ქვეყნებში. ჩვენი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღო სხვა გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტში ჩვენი დეპუტაცია იქნება წარმოდგენილი,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.განმარტებები გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.„გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე უკომპრომისო ბრძოლას პარლამენტში. გავაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურებში, რომ არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან ერთად ჩამოყალიბდეს ერთპარტიული დიქტატი."რაც შეეხება მსჯელობას, ჩვენ ვართ დემოკრატიული, ევროპული ტიპის განვითარებული პარტია, რომელშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ გვაქვს უნარი, რომ მივიღოთ ერთიანი პოზიცია,“-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
 
 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...