აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.როგოც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მისი პოზიცია ქართული ოცნების პარლამენტში მარტო დატოვებასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია პარლამენტში წარმოდგენილი იქნება.„გაცილებით უპრიანი მგონია, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა მარტო ქართული ოცნება და ივანიშვილი თავის გაყალბებულ არჩევნებთან და ეს პარლამენტი ყოფილიყო ისეთივე ერთპარტიული, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში ან კიდევ სხვა ამ ტიპის ქვეყნებში. ჩვენი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღო სხვა გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტში ჩვენი დეპუტაცია იქნება წარმოდგენილი,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.განმარტებები გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.„გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე უკომპრომისო ბრძოლას პარლამენტში. გავაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურებში, რომ არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან ერთად ჩამოყალიბდეს ერთპარტიული დიქტატი."რაც შეეხება მსჯელობას, ჩვენ ვართ დემოკრატიული, ევროპული ტიპის განვითარებული პარტია, რომელშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ გვაქვს უნარი, რომ მივიღოთ ერთიანი პოზიცია,“-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.