მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: "ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს...

დავით ბაქრაძე: “ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა”.

Published on

ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციის აზრი, – ამის შესახებ გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.მისი თქმით, ამისთვის პარტია გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს„შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს“, – განაცხადა ბაქრაძემ.. 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...