მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს...

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Published on

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რათა პროცესში მონაწილე მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდეს. მხეიძის წინააღმდეგ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“  და 163-ე მუხლითაა აღძრული, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.
 
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...