მთავარისიახლეებიპოლიტიკავახუშტი მენაბდე:"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარლამენტი გვეყოლება ერთპარტიული, ცხადია, იქნება პოლიტიკურად კრიზისული...

ვახუშტი მენაბდე:”იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარლამენტი გვეყოლება ერთპარტიული, ცხადია, იქნება პოლიტიკურად კრიზისული ვითარება”.

Published on

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარლამენტი გვეყოლება ერთპარტიული, ცხადია, იქნება პოლიტიკურად კრიზისული ვითარება, – ამის შესახებ ვახუშტი მენაბმდემ განაცხადა.რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, როგორც მან აღნიშნა, თუკი საკანონმდებლო ორგანოში ”ქართული ოცნება” 2/3-ით (მინიმუმ 100 მანდატი) შევა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტირების შემთხვევაშიც კი, პარლამენტს ფუნქციონირების დაწყების უფლებამოსილება ექნება.„ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში , ცხადია, პოლიტიკურად კრიზისული ვითარება შეიქმნება, თუმცა ეს იქნება იმგვარი ვითარება, როდესაც პარლამენტს კონსტიტუციურად და სამართლებრივად შეეძლება გააგრძელოს თავისუფლად ფუნქციონირება. ამ თვალსაზრისით, არაფერს წყვეტს პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” შესვლა-არშესვლა”, – განაცხადა მენაბდემ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, როგორც მენაბდემ განმარტა, მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ორგანო დაითხოვოს. ”ეს ვითარება პრეზიდენტს არ აძლევს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, თუ, რა თქმა უნდა, ხელოვნურად არ შექმნა კრიზისი ”ქართულმა ოცნებამ” და ხელოვნურად არ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტს ექნება უფლება დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო”, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...