საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები-ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო უბნებზე დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს კთხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა დოკუმენტები და შემაჯამებელი ოქმები, რომლითაც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბება დასტურდება.
გიგლა ბარამიძის განცხადებით, ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატებოდა. დემოკრატიული მოძრაობა ამის გამო ცესკოგან ხმების ხელმეორედ გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვს. „არის უამრავი ფაქტი, რომ ადგილი აქვს ოქმების გაყალბების ან არასწორად დათვლის მცდელობებს , ჩაყრილია ცარიელი კონვერტები, ბიულეტენები,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.