მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერიას პირადი პოზიცია: ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და ...

გიგა ბოკერიას პირადი პოზიცია: ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

Published on

 გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე დაფიქსირა თავისი   პოზიცია   ნაციონალური მოძრაობის  შემდგომი მოქმედების საკითხში:
 მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა“, – განაცხადა ბოკერიამ.
სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია თვლის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ვიცით, რომ რთული იქნება, ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფალება ქვეყნის შიგნით. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკურ ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღეს დღეს საღამოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...