მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, ცესკოს შედეგები დაემთხვა მათი პარალელური დათვლის შედეგებს.თუმცა, მესამე სექტორში ასობით საჩივარი უკვე დაწერილია და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.„შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, რაიმე ეჭვის საფუძველი არ მაქვს. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ამ მიმართულებით იყო ალბათ ყველაზე მეტი კითხვები. 214 საჩივარი დავწერეთ არჩევნების დღეს და შემდეგ ხმის დათვლის პროცესის შედეგად. დღეს კიდევ დაემატა გარკვეული საჩივრები ამას. ასე რომ, 240 საჩივრამდე მაინც იქნება,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.ცესკოში საჩივრების შეტანის ვადა დღეს საღამოს 6 საათზე იწურება. არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ, მათ შორის მარნეულსა და ზუგდიდში.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...