მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილი ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილი ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” შეშფოთებას გამოთქვამს, ხმის დათვლისას ზუგდიდიდის სოფლებში მომხდარი ინცინდენტების გამო და მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო რეაგირებისაკენ.მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ზუგდიდში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ხმის დათვლის დროს რამდენიმე უბანზე საკმაოდ დაიძაბა ვითარება. ზუგდიდის თემის სოფლებში მომხდარი ინცინდენტების დროული გამოძიება, ისევე, როგორც მკაცრი რეაგირება აუცილებელია. მნიშვნელოვანია, ასეთ ფაქტებზე საარჩევნო ადმინისტრაციამაც მოახდინოს რეაგირება და უბნები, სადაც ეჭვის ქვეშ დგას არჩევნების შედეგების ავთენტურობა, უნდა გაბათიდლეს.ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით მძიმეა, მიუღებელია ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება, განსაკუთრებით კი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე. ჯიხაშკარში მომხდარი ფაქტის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა რამდენიმე პიროვნება, ასევე დაირღვა ამომრჩევლების ხმის უფლება, რადგან დადგა უბნის შედეგების ბათილობა. მისასალმებელია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად დააკავეს ამ ფაქტში მონაწილე სავარაუდო პირები, თუმცა მათ წინააღმდეგ სათანადო სანქციის გამოყენების გარეშე, ვერ მოხდება ასეთი შემთხვევების პრევენცია.მიუღებელია ასევე კოლხიდაში, 37-ე უბანზე მომხდარი ფაქტი, სადაც ჯერ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი ხმის დათვლის პროცესის ავთენტურობა ეჭვის ქვეშ დადგა, რადგანაც ამ პერიოდში უბანზე შევიდა არაუფლებამოსილი პირები, ხოლო რამდენიმე პირის განცხადებით, დამკვირვებელთა უფლებებიც შეიზღუდა. აუცილებელია, ამ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციამაც და გამოიყენოს კანონით დადგენილი სანქციები.ვეხმაურებით განმუხურის 38-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებსაც, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ყუთი დაკარგული იყო, ხოლო ბიულეტენები გაბნეული, თუმცა კომისიის სხვა წევრი მიუთითებდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ დადგა ამ უბანზე ხმის დათვლის პროცედურა ეჭვის ქვეშ და ეჭვის გაქარწყლების გარეშე, შედეგები უნდა გაუქმდეს, ხოლო პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს შესაბამისი სანქციები.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...