მთავარისიახლეებიპოლიტიკარეგიონებში 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური, სავარაუდოდ, 34 ოლქში გაიმართება

რეგიონებში 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური, სავარაუდოდ, 34 ოლქში გაიმართება

Published on

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 34 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამ დროის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 17 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, გარდაბნის 31-ე მაჟორიტარული ოლქი, მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი, ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი, ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი, სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი, ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი, ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი, ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი და მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის 31-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 35 უბნიდან 34-ის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სავალან მირზოევს 50,17 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემი დარჩენილი უბნის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა შეიცვალოს.რაც შეეხება დანარჩენ 34 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან 32 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“, ხოლო ხაშურში „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...

1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება

1 ნოემბრიდან ძალაში შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც...

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს უახლოეს დღეებში ევროპარლამენტის საგარეო...

ვასილ ივანოვ -ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია - ჟურნალისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩიქოვანს...