მთავარისიახლეებიპოლიტიკაზედა ეწერის 72-ე საარჩევნო უბანში 20 ბიულეტენია ბათილად გამოცხადებული, სადაც ამომრჩეველს...

ზედა ეწერის 72-ე საარჩევნო უბანში 20 ბიულეტენია ბათილად გამოცხადებული, სადაც ამომრჩეველს შემოხაზული აქვს ნაციონალური მოძრაობა. რეგისტრატორი ამტკიცებს, რომ ხელის მოწერა ,,დაავიწყდა”

Published on

ხმაურით მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის 72-ე საარჩევნო უბანში.  აქ  24 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა,  აქედან ის 20 ბიულეტენია ბათილად გამოცხადებული, სადაც ამომრჩეველს შემოხაზული აქვს ნაციონალური მოძრაობა.
ამ ბიულეტინების გაბათილების მიზეზია, რომ რეგისტრატორს გამორჩა მასზე ხელის მოწერა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რასაც კომისიის თავმჯდომარე და რეგისტრატორი უარყოფენ.
ამ წუთებში კონკრეტულ უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეფერხებულია.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიისგან  ხარვეზის გამოსწორებას ითხოვენ 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...