ამ დროისათვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. „ მაგალითად, ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...