მთავარისიახლეებიპოლიტიკაშემაჯამებელი განცხადება კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე ზუგდიდსა და გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ”,გამოაქვეყნა.

შემაჯამებელი განცხადება კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე ზუგდიდსა და გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ”,გამოაქვეყნა.

Published on

 
შემაჯამებელი განცხადება კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე ზუგდიდსა და გორში არასამთავრობო ორგანიზაციე „საუნჯემ”,გამოაქვეყნა. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში.არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საარჩევნო დღე დაკვირვების ქვეშ მყოფ ოთხ ოლქში უმეტესწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ტიპის ხარვეზი, წესრიგის დაცვის პრობლემები და აგიტაციის წესების დარღვევა.2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ზუგდიდსა და გორში ფაქტობრივად ექსცესების გარეშე დამთავრდა. „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ ფარგლებში, რომლებსაც ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციები ახორციელებენ დაფიქსირებული დარღვევების უდიდესი ნაწილი ტექნიკური ხასიათის იყო. დღის განმავლობაში მისიამ ოთხი განცხადება გაავრცელა, სადაც პერიოდულად ატყობინებდა საზოგადოებას ოთხ დასაკვირვებელ ოლქში არსებული დარღვევებისა და პრობლემების შესახებ.ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ 8 ოქტომბერს 10 განცხადება/საჩივარი დაიწერა საარჩევნო უბნებსა და ოლქებში, ამდენივე შენიშვნა დაფიქსირდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნებშიც, რომელთა დიდ ნაწილზე მაშინვე მოხდა რეაგირება.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...