მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: რევოლუციას ისინი აწყობენ და არა ჩვენ. ყველა იმ უბანზე, სადაც...

სანდრა რულოვსი: რევოლუციას ისინი აწყობენ და არა ჩვენ. ყველა იმ უბანზე, სადაც ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ხმების დათვლის პროცესი ჩაშალეს, ნაციონალური მოძრაობა იგებდა(VIDEO)

Published on

„თქვენ უკვე გაიგეთ ჯიხაშკარის შესახებ, სადაც მაშინაც პროვოკაცია იყო და ახლაც დაარბიეს. ახლა  ხელისუფლება კორცხელში გეგმავს პროცესების ჩაშლას, კორცხელის დასარბევად კოლონა მიმართება. მათ ალბათ, მეორე კორცხელის მოწყობაც უნდათ და, საერთოდ, რევოლუციას ისინი აწყობენ და არა ჩვენ. ჩვენ რა ძალები გვაქვს, უბრალოდ ჩვენი ხალხი იქ მიდის საკუთარი ხმების დასაცავად,“ – ეს განცხადება  ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველი ლედიმ სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, სამეგრელოს რეგიონში რთული ვითარებაა. ,,ერთდროულად ხდება ყველგან, ყველანაირ ხერხს მიმართავენ. ძალიან რთულია, არ იცით შემოგზავნილი პარტიზანებიდან დაწყებული, ციხიდან გაშვებული ხალხით დამთავრებული, ვინ არ არის ამ საქმეში ჩართული..  – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მისი თქმით,    ყველა იმ უბანზე, სადაც  ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენლებმა ხმების დათვლის პროცესი ჩაშალეს,  ნაციონალური მოძრაობა და თვითონ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებდა. ,, აშკარად ვიგებდი. ჩვენ უკვე ვიღებდით კომისიის წევრებისგან დამაჯერებელი გამარჯვების დამადასტურებელ ციფრებს. ჩემს მთავარ ოპონენტს, ედიშერ თოლორაიას მისსავე სოფელში, ინგირშიც ვუგებდი და ეს ძალიან სიმბოლური იყო. თუ ფიქრობენ, რომ ასე მეორე ტურს მოიგებენ, ძალიან ცდებიან
ამავე დროს სანდრა რულოვსი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს: ,,თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა იყოს“.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...