მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სამართლიანი არჩევნები"დარღვევებზე საუბრობს

“სამართლიანი არჩევნები”დარღვევებზე საუბრობს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევბზე ისაუბრა. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიხეილ ბენიძის თქმით, 08:00 საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2%.სამართლიანი არჩევნების დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების შვიდი, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 5, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა:96-ე საარჩევნო უბანზედამკვირვებლის უფლების შეზღუდვა. საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარული ოლქი მე-5 საარჩევნო უბანი – 7-8 საათამდე საერთაშორისო დამკვირვებლები უბნის გახსნის პროცედურებზე დასასწრებად საარჩევნო კომიასმ არ დაუშვა.მარნეული, 36-ე მაჟორიტარული ოლქის მე-5 უბანი – საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები ქუთაისის 49 მაჟორიტარულ ოლქის, 70-ე უბანი – ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანს საკონტროლო ფურცელში .ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე საარჩევნო უბანი – საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა .მარნეულის 36-ე ოლქის მე-5 საარჩევნო უბანი – საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით ჩააგდეს. მარნეულის 35-ე ოლქის მე-14 საარჩევნო უბანი – გადასატან და საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იყო მოთავსებული.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...