მთავარისიახლეებიპოლიტიკასაიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 წარმომადგენელი

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 წარმომადგენელი

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდეტზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
”დღეს, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს, დახლოებით 23:00 საათისთვის, ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის 108-ე უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი. უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება და დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე. 
 
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის – ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი.
 
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დამკვირვებელთა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირთა უსაფრთხოება”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...