მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო უბანები იხურება. მაგრამ არა ყველგან. კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ რიგში მდგომ ამომრჩევლებს

საარჩევნო უბანები იხურება. მაგრამ არა ყველგან. კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ რიგში მდგომ ამომრჩევლებს

Published on

ამომრჩეველს  ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. ამასთან, ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. ასე ხდება ამ წუთებში კორცხელის საარჩევნო უბანზეც, სადც დიდძალი ხალხია თავმოყრილი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უბანი არ დაიხურება, სანამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს  ყველა  რიგში მდგომი ამომრჩეველი. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...