მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიამ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა

ნიკა მელიამ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვით პარტიამ ხმების 32.74 % მიიღო, განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ რამდენიმე საათში ეს მონაცემები შეიცველება და ნაცმოძრაობა პირველ ადგილს დაიკავებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინასწარი შედეგები, აქ სხვაობა ზალიან მინიმალურია, იმ ფონზე როდესაც გამოკითხულთა 32 % არ ასახელებს თუ ვის დაუჭირა მხარი.
ჩვენ  შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოდ, რომ ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა, რომელმაც უარი თქვა ამ შეკითხვაზე პასუხი გაეცა, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლკოდ გააკეთა არცევანი.
ეს შედეგი ცხადჰყოფს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ბევრი საარჩევნო უბანი მოიგო, მათ შორის ბევრი საარჩევნო ოლქიც.
მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ხმები. ასიათასობით ხმა, რომელიც აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ არის დასაცავი.
რამდენიმე საათში ეს სხვაობა არათუ შემცირდება, არამედ ნაცმოძრაობა დაიკავებს პირველ ადგილს.
თითოელ ჩვენგან ს ძალიან მძიმე საათების გატარება მოუწევს, მაგრამ ახლა გამარჯვება ჩვენზეა,- განაცხადა მელიამ.ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. 
იგი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. 
„უბნების დახურვის შემდეგ დგება ხმების დაცვის ეტაპი, სადაც მოვუწოდებთ ყველა კომისიის წევრს, ყველა დამკვირვებელს, ვიყოთ მაქსიმლურად მობილიზებული. ეს არჩევნები მილიარდერ ივანიშვილს აქვს წაგებული და ახლა ამ ხმების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია ყველა ოპოზიციურად განწყობილ კომისიის წევრს და დამკვირვებელს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...