მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება უკეთესობისაკენ და მნიშვნელოვანია ბოლომდე მივიყვანოთ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება უკეთესობისაკენ და მნიშვნელოვანია ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, დავიცვათ თითოეული ხმა” (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისპირველად შედეგებს აფასებს: . ,, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ   ფაშისტური ე.წ პატრიოტთა ალიანსი ბარიერს ვერ ლახავს ამ მომენტში, პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის ორ დარჩენილ პარტიას შორის – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ მომენტისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მითუმეტეს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც თავიდან გამოჩნდა, არ არის ზუსტი. აშკარად, ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა, რომ არათუ ვინმემ ხელები ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა თქვენ იცით, ვადევნებ თვალს სიტუაციას და მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ. თქვენს იმედზე ვარ“, – მიმართა სააკაშვილმა თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს. 
 

 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...