მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანში (Video)

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანში (Video)

Published on

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის მე-18 საუბნო-საარჩევნო ოლქში. ერთმანეთს თავისუფალი დემოკრატებისა  და ქართული ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ.  
 „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებელი ეგნატე შამუგია აცხადებს, რომ  უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნებიდან“ მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეიმურაზ მარკოზია მივიდნენ და გარეთ გაიყვანეს უბნის კომისიის თავმჯდომარე რომან გიგიხია . ,,თავისუფალი დემოკრატების'' წარმომადგენელი დავით  ქანთარია უკან გაყვა მათ და   მოსთხოვა კომისიის თავმჯდომარეს დაბრუნებოდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა მასა და თეიმურაზ მარკოზიას შორის. 
თავად  უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მერაბ ქვარაიასთან მას საუბარი არ ჰქონია და პირად საკითხებზე სასაუბროდ რამდენიმე წუთით გაყვა მარკოზიას, რომელიც მისი ნათესავია.

 „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში  გაკეთდა საგანგებო განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით. პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია   მე – 18 საარჩევნო ოლქში მერაბ ქვარაიას მიერ კომისიის თავმჯდომარის გარეთ გახმობის შესახებ და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორიგი ინსინუაცია უწოდა მას, თუმცა არ უარუყვია, რომ მერაბ ქვარაია მართლაც მივიდა საარჩევნო უბანში.

  ასევე დარღვევები დაფიქსირდა სხვა უბნებზეც, სადაც საჯარო მოხელეები არიან მობილიზებული და იწერება "ქართული ოცნების"  სიები.
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...