მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს

გიგა ბოკერია: უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს

Published on

"უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს," – ეს განცხადება გიგა ბოკერიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 
ბოკერია მიმართავს მხარდამჭერებს და მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოხდეს მიღებული ხმების დაცვა. აქვე ბოკერია აღნიშნავს, რომ არსებული წინასწარი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი, აჯობოს ქართულ ოცნებას და მოიპოვოს გამარჯვება. 
"დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს. ახლა მთავარია ხმების დაცვა. უნდა დავასრულოთ ივანიშვილის ხელისუფლების ვარდნა. უმძიმესი კამპანიისა და საარჩევნო დღის ფონზე ეს შედეგები ნიშნავს, რომ ივანიშვილს რეჟიმმა მანდატი ვერ მიიღო. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ გავუსწრებთ ქართულ ოცნებას და დავამარცხებთ მათ. ჩვენ გავაკეთებთ მშვიდად და ორგანიზებულად დავიცავთ ჩვენ ხმებს. 
"არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობაზე წავიდეს ივანიშვილის რეჟიმი. 
ათეული ოლქია, სადაც ჩვენ ფავორიტები ვართ. მეორე ტურები იქნება გადამწყვეტი, სადაც ივანიშვილის რეჟიმს მარცხი უნდა ვაწვნიოთ,"- აცხადებს ბოკერია.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....