მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე...

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება

Published on

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი ამომრჩევლების 3%-ს. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე დგება, თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლია; ამომრჩეველი პატიმრობაში, მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება; ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში საარჩევნო უბანი არ იხსნება.გარდა ამისა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმას აძლევს საარჩევნო უბნიდან შორს განლაგებული სახელმწიფო საზღვრის სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში მსახური პირი. გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში ასევე მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაო ადგილს ვერ ტოვებენ. გადასატანი ყუთით სარგებლობის შესაძლებლობას კანონი ისეთ ამომრჩეველსაც აძლევს, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ყველა პროცედურა ვრცელდება, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან. 
იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...