მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით თარხან-მოურავი: ,,5 კი არა 25 და 30% გვაქვს მიღებული'', 100...

დავით თარხან-მოურავი: ,,5 კი არა 25 და 30% გვაქვს მიღებული”, 100 000 კაცს გამოვიყვანთ, თუ ის შედეგი არ დაიდება, რაც რეალურად გვაქვს და ამ ხელისუფლებას გადავაყენებთ.

Published on

დასრულდა პატრიოტთა ალიანსის აქცია  მეტროსადგურ რუსთაველთან.     დავით თარხან-მოურავმა მეტროსადგურ ”რუსთაველთან” შეკრებილ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პარტიას სჭირდება რამდენიმე დღე, რათა ხმის დათვლის პროცედურა დაასრულოს, რის შემდეგაც მათი მხარდამჭერები შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმირებულები იქნებიან. 
როგორც თარხან-მოურავმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს გეგმა, როგორ დაუწიოს პროცენტი ”პატრიოტთა ალიანსს” და მეორე ადგილზე გაიყვანოს არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობა”. 
დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ხელისუფლება ”ნაციონალურ მოძრაობას” გაურიგდა და დღევანდელ ხელისუფლებაში ნახევარი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრია. 
”არავინ არ გაჩუმდება. 5% რაც დაგვიწერეს ტყუილია, 5 კი არა 25 და 30% გვაქვს მიღებული. ვეუბნები ხელისუფლებას არ დავთმობთ არაფერს. ასე დაიწყო სააკაშვილმა და გადაყვა ამას. ეს ხელისუფლებაც გადაყვება ამ ამბებს. ვეუბნები ხელისუფლებას გამოიჩინოს გონიერება და ცესკო-მ დადოს ნორმალური შედეგები”, -. ”100 000 კაცს თუ არ გამოვიყვანთ აგერ ნახავს ხელისუფლება. ღმერთმა არ ქნას ხელისუფლების დამხობა მოგვიწიოს. თუ ის შედეგი არ დაიდება რაც რეალურად გვაქვს, ამ ხელისუფლებას გადავაყენებთ. – იმუქრება დავით თარხან მოურავი/ 
 
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...