მთავარისიახლეებიპოლიტიკააჭარაში უკვე 20-ზე მეტი საჩივარი დაიწერა საარჩევნო პროცესის დარღვევებთან დაკავშირებით

აჭარაში უკვე 20-ზე მეტი საჩივარი დაიწერა საარჩევნო პროცესის დარღვევებთან დაკავშირებით

Published on

,,დღეს დილიდანვე დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, როგორც ბათუმის საარჩევნო ოლქებში, ასევე, აჭარის ტერიტორიაზე. – აჭარაში 20-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ'' – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ზამბახიძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, №1 უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მხოლოდ იმის გამო გააძევეს, რომ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შენიშვნები გამოთქვა. 
"სამწუხაროდ, მოუმზადებელია საარჩევნო ადმინისტრაცია. არ აძლევენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წილისყრაში მონაწილეობის უფლებას, რომ ჰქონდეთ სხვა ფუნქცია, გარდა გადასატანი ყუთისა. სურვილი აქვთ, გაიყვანონ უბანს გარეთ პარტიის დამკვირვებლები, რაც აჩენს ეჭვს, რომ უბანზე მიმდინარეობს დარჩვევები. 
ბათუმის №1 უბნიდან საერთოდ გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელმაც მითითება მისცა დარღვევებზე. კომისიის წევრი ეწეოდა აგიტაციას და ამ საკითხზე მიუთითა. ასევე, ყუთს ჰქონდა ძველი ლუქი, რომელზეც ჩვენმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ძველი უნდა მოეხსნათ და ახალი ლუქი გაეკეთებინათ. მან საჩივარიც დაწერა", – აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...