მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის მიმართვა ზუგდიდელებს.(video)

“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის მიმართვა ზუგდიდელებს.(video)

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმართვას ავრცელებს.„ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მე მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ზუგდიდში.სხვადსხვა სფეროს და სეგმენტის წარმომადგენლებთან, თუმცა იყო რამდენიმე სფერო, სადაც შეხვედრა არ გვქონია, ეს იყო პედაგოგთა კორპუსი, ეს იყვნენ საჯარო მოხელეები,ეს იყვნენ ოფიცრები, სამხედრო მოსამსახურეები, ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოს, ეს არ მომხდარა შემთხვევით, ჩვენ არ გვინდოდა ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი, ბევრი თქვენგანი მე პირადად მიცნობს, და როგორც აქამდე, მე ირაკლი ჩიქოვანი ყოველთვის ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. მე დარწმუნებული ვარ, როცა მიხვალთ საარჩევნო ყუთებთან,მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც თქვენია, თავისუფალია, დამოუკიდებელია. და ეს გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული მხოლოდ თქვენს განწყობაზე და სხვა არაფერზე.“- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...