მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი:არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის

გიორგი კვირიკაშვილი:არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის

Published on

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში.„ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა, დაუჭერენ მხარს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...