მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ჩვენ მზად ვართ გამარჯვებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ...

დავით ბაქრაძე: ჩვენ მზად ვართ გამარჯვებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ ვაღიაროთ მისი შედეგები

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებისთვის მზად არის – ასე უპასუხა  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა  დავით ბაქრაძემ 
კითხვას, რას მოიმოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობა”, თუკი არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.  ბაქრაძემ აღნიშნა რომ, ”ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგებს ყოელთვის აღიარებდა, მათ შორის დამარცხების შემთხვევაშიც.
”2012 წელს ჩვენ დავმარცხდით, ვაღიარეთ ეს და გადავედით ოპოზიციაში. ახლა ”ქართული ოცნების” ჯერია – უნდა აღიაროს დამარცხება. ჩვენ მზად ვართ გამარჯევებისთვის, მაგრამ არჩევნების შედეგებს ”ნაცონალური მოძრაობა” ყოველთვის აღიარებდა”, – განაცხადა ბაქრაძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგანგებო ბრიფინგზე, რომელზედაც  შეჯამდა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია.
,„მთელი ჩვენი კამპანია იყო აწყობილი კონკრეტულ გეგმებზე, შეთავაზებებზე და პოზიტივზე. მთელმა ჩვენმა კამპანიამ გაიარა კონკრეტულ საუბარში იმაზე, ტუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს და ამით ჩვენი კამპანია ძალიან მნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, დაზაფრვაში, სისხლის ღვრებზე, გადატრიალებაზე ლაპარაკში.
"ამიტომ ხვალ არჩევნებზე თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, ურჩევნია გააგრძელოს შიშის დაზაფრვის პირობებში ცხოვრება, თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება.- განაცხადა დავით ბაქარაძემ.. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...