მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო სექტორი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს. სამოქალაქო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობაში საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობამ უშუალოდ არჩევნების პროცესზეც უარყოფითად იმოქმედოს.
“წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენეს რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა, მათ შორის ოპოზიციის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმამ და მმართველი ძალის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტენსიური გახდა ფარული და უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოეხდინა თავისი გარკვეული გავლენა,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით,  ძალიან დიდი წინსვლაა მედიაგარემოს მიმართულებით.“მედია გარემოს მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს, თუ კი ჩვენ შევხედავთ მედია გარემოს საარჩევნო კუთხით, ვნახავთ, რომ ძალიან ეფექტურები იყვნენ მედიები როდესაც  საქმე შეეხებოდა კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას. პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა დებატებში და ამ ფორმით მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის მათი წინასაარჩევნო პროგრამა“ – განაცხადა გიგაურმა.

 
 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...