მთავარისიახლეებიპოლიტიკაუჩა ნანუაშვილის თქმით,აუცილებელია ამ აფეთქების დაუყოვნებლივ გამოძიება ცხელ კვალზე

უჩა ნანუაშვილის თქმით,აუცილებელია ამ აფეთქების დაუყოვნებლივ გამოძიება ცხელ კვალზე

Published on

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით აღძრული მუხლისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს სამოქალაქო სექტორის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციები აქცენტს ეფექტურ და დროულად ჩატარებული გამოძიების მნიშვნელობაზე აკეთებენ, რაც შექმნილ ვითარებაში მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია..„ძალადობრივი ინციდენტები, რომლებიც განვითარდა გორში დიდინიძში და თბილისში მომხდარი აფეთქება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მსჯელობამ პოლიტიკის და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების სივრციდან გადაინაცვლოს სამართლებრივ სივრცეში,“-აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებს  სახალხო დამცველიც. გარდა ამისა უჩა ნანუაშვილი გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკოსებს პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.„პოლიტიკოსებს მოვუწოდე, რომ თავი შეეკავებინათ პოლიტიკური შეფასებებისგან. აუცილებელია სამართალდამცავებმა საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად აწარმოონ. აუცილებელია ამ აფეთქების დაუყოვნებლივ გამოძიება ცხელ კვალზე. მათ შორის არჩევნებამდე პერიოდში, რადგან ასეთ ფაქტებს შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინონ წინასაარჩევნო პროცესებზე,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...