მთავარისიახლეებიპოლიტიკასაიამ ანგარიში გამოაქვეყნა,ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა დარღვევებმა

საიამ ანგარიში გამოაქვეყნა,ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა დარღვევებმა

Published on

ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა დარღვევებმა – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს. სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, გამოვლინდა ოფისების დარბევის, ქურდობის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.ახალგაზრდა იურისტები ყურადღებას ამახვილებენ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზეც და მოუწოდებენ ხელისუფლებას მაქსიმალურად უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება„ივნისის და ივლისის პერიოდი იყო გაცილებით უფრო მშვიდი, თუმცა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენჯერმე მოიმატა დარღვევების რაოდენობამ და ასევე მძიმე დარღვევებიც დაფიქსირდა. განსაკუთრებით  ყურადღებას იქცევდა წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობა – დაპირისპირების ფაქტები, სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები, უკანონო აგიტაციის შემთხვევები,  იყო ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის, სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
 
 
.
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...