მთავარისიახლეებისამხედრო თემაავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიით'' მყოფმა ქართველმა სამხედროებმაუკვე მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიით” მყოფმა ქართველმა სამხედროებმაუკვე მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში

Published on

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
 ცესკო-ს ინფორმაციით ვღანეთში საქართველოდან 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა, რომლებმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყვეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარი-შარიფში გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დააფიქსირეს არჩევანი. 
ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლეს. 
ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ცესკო საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეაჯამებს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...