მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს განმარტავს, რომ პოლიციის მანქანების გადაადგილება თბილისის ცენტრში დღევანდელი აქციის უსაფრთხოებას ემსახურება

შსს განმარტავს, რომ პოლიციის მანქანების გადაადგილება თბილისის ცენტრში დღევანდელი აქციის უსაფრთხოებას ემსახურება

Published on

დღეს თბილისის ცენტრში ინტენსიურად გადაადგილდებიან  პოლიციის მანქანები. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით აღნიშნული ღონისძიება დღეს დაგეგმილ აქციას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას უკავშირდება:
"2 დღის წინ შსს-ში აქციის ორგანიზატორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს." -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში..
,, ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერები ამ წუთებში ვარდების მოედანზე იკრიბებიან. 
წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია რამდენიმე წითში, 16:00 საათზე დაიწყება. ლიდერების მიმართვის შემდეგ, ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მშვიდობიან მსვლელობა გაიმართება.
 
 

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......