მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დაშავებულები გამოჯანმრთელდებიან. 
 
„ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა, იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენ ქალაქში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. – „მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს იმ შინაარსით, რაც არაერთხელ მითქვამს, თუმცა არ ვიცი რამდენად იზიარებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასე ჰგონიათ მათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებაზე, განწირულია, რომ ეს ელემენტები მიაკითხავენ თავად ამ პოლიტიკოსებს და მათზე განახორციელებენ ანგარიშსწორებას. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იპოვონ ძალა და თავიანთ პარტიაში რეაგირება მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზებაზე, გაცხრილონ ეს ადამიანები მათი რიგებიდან მათივე ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრეზიდენტმა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....