მთავარისიახლეებიპოლიტიკაკალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი აქციის მონაწილეების...

კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება

Published on

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულმა აქციამ. ”მინდა მოვუწოდო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დააკვირდნენ ამ აქციას. ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველანაირად უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულმა აქციამ”, – განაცხადა კალაძემ. პარტიის გენერალური მდივანი ასევე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ შესაძლო რევოლუციურ სცენარსაც და აღნიშნა, რომ ის, ვინც ამას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ”მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალის ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით. მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ არაფერი გამოუვათ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამ ადამიანების საუბრის მანერიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, „რუსთავი 2“-ის ჩართულობა, საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. განცხადებები გაკეთდა, რომ ”რუსთავი 2” აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც ჩანს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. გუშინაც გაჟღერდა კონკრეტული პირების მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს რეალური შედეგები. ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. ერთი სცენარია, რომ უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, შემდეგ არჩევნების დღეს ეგზიტპოლი და თითქოს ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები”, – განაცხადა კალაძემ. 
 
 

სიახლეები

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...