მთავარისიახლეებიპოლიტიკაგივი თარგამაძის მანქანის აფეთების შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან მძიმეა ერთი მამაკაცის მდგომარეობა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთების შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან მძიმეა ერთი მამაკაცის მდგომარეობა

Published on

გივი თარგამაძის მანქანის აფეთების შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან მძიმეა ერთი მამაკაცის მდგომარეობა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. მამაკაცს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას უკიდურესად მძიმე იყო. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ნაფლეთოვანი დაზიანება და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელმაც ღვიძლის ნაწილი დააზიანა.დაშავებულები გუშინვე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა. მან მომხდარის პოლიტიკური შეფასებისგან თავი შეიკავა. დავით სერგეენკოს თქმით, დარმწუნებულია, რომ სამართალდამცველები უმოკლეს დროში გამოიძიებენ საქმეს.პაციენტები მოინახულა ასევე გიგა ბოკერიამ. კლინიკებში იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, რომლებაც დაშავებული პაციენტების შესახებ ამოიღეს ინფორმაცია.
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...