მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი:ის, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ...

გიორგი კვირიკაშვილი:ის, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია

Published on

ის, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. ” უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს – თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს! ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!”, – ნათქვამია პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...