მთავარისიახლეებიპოლიტიკა"8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა."- სანდრა რულოვსი(video)

“8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა.”- სანდრა რულოვსი(video)

Published on

"სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა," – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, საპროტექტო აქციაზე გააკეთა.რულოვსი ამბობს, რომ ქვეყანაში გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს და უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად არჩევნების გზით.  "მივესალმებით მთელ საქართველოს. ჩემს ზუგდიდის რაიონს. თქვენ ჩვენი გმირები, ჩვენი ერთგულები ხართ. თქვენ გჯერათ ძლიერი საქართველოსი. როცა ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქვეყანას, მაშინ ვიქნებით აფხაზეთისთვის მიმზიდველი ქვეყანა. მოგესალმებით აფხაზ ძმებს და დებს. უნდა გავაძლიეროთ საქართველო, ვერავინ ვერ მოგვერევა. სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, 4 წელი საკმარისია მათი მმართველობისთვის. მათ ვერ მიხედეს ქვეყანას, არ შეუძლიათ ამის კეთება. ქვეყანა უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას განიცდის. "პენსიის და სოციალური დახმარების მოლოდინი აქვთ ოჯახებს, რომ ვალები გაისტუმრონ და წამლები იყიდონ. ეს არის ის საქართველო, რასაც ვაშენებდით 2004-12 წლებში? ბიუჯეტი დახვდათ ცარიელი? არ შეეძლოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? ქვეყნის მართვას პატრიოტიზმი, თანადგომა და გული უნდა და არა ფული.  მათი წასვლის დრო მოვიდა, მშვიდობიანად არჩევნების გზით. ამდენი პროექტი გაჩერებული დევს მაცივარში. მათ ვადა გასდის 9 ოქტომბერს, ამოვიღოთ 8 ოქტომბერს საღამოს და ავამოქმედოთ შევქმნათ სამუშაოები, ავაშენოთ გზები, გვირაბები, ლაზიკის პორტი, გავაგრძელოთ გაზიფიცირება. შევქმნათ ტურისტული და სპორტული ბაზები. "მიშა დაბრუნდება ქართულ მიწაზე. დაბრუნდება არა რევოლუციური სცენარით, რისიც ოპონენტებს ეშიანიათ, არამედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მაშინ, როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისგან და ეს მოხდება მალე," – განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...