მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოს რეგიონში ხოჭოების ერთგვარი სახეობის "მუნწის"-ს შემოსევაა

სამეგრელოს რეგიონში ხოჭოების ერთგვარი სახეობის “მუნწის”-ს შემოსევაა

Published on

სამეგრელოს რეგიონში,ძირითადად ზუგდიდის რაიონის სოფლებში ბოლო დღეების განმავლობაში სახლებში ხოჭოების დიდი რაოდენობით შემოსევას უჩივიან.საუბარია ერთგვარ მოყავისფრო ხოჭოზე რომელსაც“მუნწს“-ს ეძახიან .ხოჭოები გამოირჩევიან მძაფრი სუნით ,რომელიც მათი გასრესვის შემთხვევაში  კიდევ უფრო მძაფრდება .სახლებში შემოსული ასეულობით ხოჭოს გასანადგურებლად მოსახლეობა ეფექტურ საშუალებას ვერ პოულობს.მათი თქმით მწერების მოსასპობად ფართოდ გავრცელებულ აეროზოლებს ეფექტი არ აქვთ.ადგილობრივების განცხადებით,თუ ხოჭოების შემოსევა ასე გაგრძელდა მათ ნორმალური ცხოვრების საშუალება არ ექნებათ,რადგან ეს ხოჭოები გარდა იმისა რომ გააჩნიათ უსიამოვნო სუნი ,ოთახში მწერების სიუხვე განსაკუთრებით  ვნებს ადამიანის ფსიქიკას და ცუდად მოქმედებს პატარებზე.
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...