მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პაატა ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

Published on

პაატა ბურჭულაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.  შეხვედრისას პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა ბლოკ „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ მე მას გავაცანი ინფორმაცია ჩვენი პარტიის შესახებ. მათ იციან თუ რა ზეწოლა ხორციელდება ჩვენზე და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც ყველაზე მნიშნელოვანია დიპლომატიური კორპუსი დაინტერესებულია რომ საქართველოში არჩვენებიდემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ელჩთან  შეხვედრის შემდეგ. 
პაატა ბურჭულაძის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ამის შესახებ ლაფანაშვილმა .
დღესვე პაატა ბურჭულაძე გამოეხმაურა  პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელის ლაფანაშვილის განცხადებას, რომელიც ამ უკანასკნელმა „პირველის პრესკლუბში“ გააკეტა. მისი თქმით,  პაატა ბურჭულაძეს, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით, 555 000 ლარი აქვს აღებული.
„ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიატოვა „ქართული ოცნება“ და გადმოვიდა ჩვენთან, ჩვენ ის მივიღეთ, მაჟორიტარადაც გვინდოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდით ვისთან გვქონდა საქმე, ამიტომ ვეღარ არის ჩვენი მაჟორიტარი. მე ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული, ეს აუდიტის სამსახურმაც იცის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ლაფანაშვილის  პასუხად. 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...