მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე მოუწოდებს შსს - ს უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელი აქციის მონაწილეთა...

კახი კალაძე მოუწოდებს შსს – ს უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება

Published on

ხვალ, 16.00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის ჩატარებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას აკეთებს, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს ”ნაციონალური მოძრაობის” ხვალინდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულმა აქციამ. 
 
”მინდა მოვუწოდო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დააკვირდნენ ამ აქციას. ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველანაირად უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულმა აქციამ”, – განაცხადა კალაძემ. 
 
,,ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამ ადამიანების საუბრის მანერიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, „რუსთავი 2“-ის ჩართულობა, საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. განცხადებები გაკეთდა, რომ ”რუსთავი 2” აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც ჩანს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. გუშინაც გაჟღერდა კონკრეტული პირების მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს რეალური შედეგები. ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. ერთი სცენარია, რომ უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, შემდეგ არჩევნების დღეს ეგზიტპოლი და თითქოს ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები”, – განაცხადა კალაძემ. 
 

 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...