მთავარისიახლეებიპოლიტიკაედიშერ თოლორაიას შეხვედრა მოსახლეობასთან ახალკახათში ინცინდენტით დასრულდა

ედიშერ თოლორაიას შეხვედრა მოსახლეობასთან ახალკახათში ინცინდენტით დასრულდა

Published on

ინცინდენტით დასრულდა ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო შეხვედრა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში.
მოსახლეობას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია ხვდებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
 ერთი-ერთი მოქალაქის მიერ მხარდამჭერ აქციაზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დასმულ კრიტიკულ შეკითხვას 4 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, ,, ქართული ოცნების'' მხარდამჭერტა მხრიდან  აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა  . ჯიმი თუზბაია ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ,,ქართული ოცნების'' მომხრეები მას მანქანით დაედევნენ და ავტოსაგზაო ინციდენტი მოუწყვეს, ასევე დაემუქრნენ მის ოჯახს.
შსს-ში მომხდარ ფაქტს არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა. ინციდენტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ ,,ქართული ოცნების'' ზუგდიდის შტაბში.
 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...