,,არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ციხეში დიდხანს არ დავჯდებიო” – დრანდის ციხის ყოფილი უფროსი გაქცეული პატიმრის ბაჩუკი ლატარიას შესახებ

0
417
,,ბაჩუკი ლატარია დაკავების პირველივე დღიდან დაუფარავად აცხადებდა, რომ ციხეში დიდხანს ჯდომას არ აპირებს.  გაქცევამდე მისი დოკუმენტები ამ შეტყობინებითურთ  გადავუგზავნე  შს სამინისტროს და ვთხოვე გადაეყვანათ იგი ჩემი ციხიდან, მაგრამ  ეს არ გააკეთეს და  შემდეგ  ჩემზე შეიხოცეს ხელი'' –   განაცხადა აფხაზეთის მედიასთან საუბარში მილიციის პოლკოვნიკმა რუსლან ჯელიამ, რომელიც ამ პატიმრის პირველი გაქცევისას  დრანდის ციხის უფროსი იყო და სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილობის მოტივით გადააყენეს.  
მაგრამ ამჯერად საუბარია ლატარიას მეორე გაქცევაზე ,  რომელიც  1 ოქტომბერს მოხდა და რომლის დროსაც მან  ორი თანამოსაკნეც გაიყოლია – გურამ ინაფშბა და რევაზ  უგრეხელიძე .
ახლა მთელი აფხაზეთი ლაპარაკობს გაქცევაზე, რომელიც   კინოსცენარს უფრო გავს, ვიდრე რეალურ ისტორიას. სამართალდამცავ სტრუქტურებში განგაშია ატეხილი, განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები , მათ შორის სამთავრობო კაბინეტის წევრები. 
ოფიციალური განცხადებით 1 ოქტომბერს, ღამის 2.0 საათსა და 36 წუთზე სამმა პატიმარმა – ბაჩუკი ლატარიამ, გურამ ინაფშბამ და რევაზ  უგრეხელიძემ  საკნებიდან ჩაუკეტავი კარების გავლით შეაღწიეს ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში, ავიდნენ  მეორე სართულზე, სადაც გაანგრიეს ერთერთი ოთახის ფანჯრის ჩარჩო და გარე ეზოში გავიდნენ. აქ მათ ისარგებლეს იმით, რომ დაცვის თანამშრომლები დაუდგენელი მიზეზებით არ იდგნენ პოსტზე და გამშვები პუნქტის გასასვლელი უკონტროლოდ ჰქონდათ დატოვებული, უპრობლემოდ გავიდნენ  ციხის ტერიტორიტორიიდან და უცნობი მიმარტუებით მიიმალნენ.  
ოკუპირებული აფხაზეთის შსს მინისტრმა ასლან კობახიამ  3 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ციხეებიდან გაქცევა წარმოუდგენელია მილიციის თანამშრომლების დახმარების გარეშე. მისი თქმით ამ პატიმრების გაქცევის ფაქტთან დაკავშირებით  დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის მილიციის თანამშრომელი ქალი , რომელიც წინასწარი ვერსიით გაქცეულთა თანამზრახველია. კითხის ნიშნის ქვეშ დგას, იცოდა თუ არა დაგეგმილი გაქცევის შესახებ ციხის უფროსი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გარემოება იქნება გამოძიებული და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება ბრალი გაქცევის ხელშეწყობაში .
,,ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას გაქცეულთა დაკავებისთვის. ძალოვან სტრუქტურები ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ ამისათვის – ეს ღირსების საქმეა. თუ საქართველოს შეაფარეს თავი და ფიქრობენ, რომ სამშვიდობის გავიდნენ, ძალიან ცდებიან’’- განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.  კობახია არ გამორიცხავს იმასაც, რომ გაქცეულები შესაძლოა გალის რაიონში იმალებოდნენ.  არის ცნობები, რომ ისინი სარგებლობენ ტელეფონით ანუ იმყოფებიან ქართული სატელეფონო კავშირის მოქმედების ზონაში. 
აფხაზეთის კიდევ ერთი  ციხის ,, კურორტნის“ უფროსის თ.  თხაიცუკის  თქმით, მილიციის თანამშრომელთა მონაწილეობა გაქცევის ორგანიზებაში ღალატის ტოლფასია. გულრიშის რაიონის პროკურატურა სწავლობს ციხის ცალკეულ თანამშრომელთა შესაძლო კავშირს გაქცევასთან  და დადასტურების შემთხვევაში მათ მიმართ  მიღებული იქნება პროცესუალური გადაწყვეტილება. 
დრანდის ციხის უფროსი გენადი ჩხეტია გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან, მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაეკისრა შს მინისტრის მოადგილეს ვიაჩესლავ ჯუღელიას.  სულ თანამდებობიდან გადაყენებული და დათხოვნილია  9 ადამიანი. 
,,სულ რაღაც ერთი მილიონი რუბლი ჯიბეში და სამი დამნაშავე მდიდარი კრიმინალური წარსულით ( ორი საქართველოს და ერთი აფხაზეთის მოქალაქე) გამარჯვების მარშით გაივლის  დრანდის ციხის ყველა კორიდორს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე  გადის თავისუფლებაზე – წერს პოპულარული აფხაზი ჟურნალისტი რუსლან ხაშიგი თავის ბლოგში.
გაქცევის ფაქტთან დაკავშირებით ბაჩუკი ლატარიასა და მისი თანამზრახველების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის მეორე ნაწილის 119 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლით.
ბაჩუკი ლატარია ხობიდან არის, იგი სასჯელს იხდიდა ადამიანის გატაცებისთვის გამოძალვის მიზნით გალის ტერიტორიაზე.   ეს მისი მეორე გაქცევაა დრანდის ციხიდან. პირველი გაქცევა მან 2015 წლის დეკემბერში მოაწყო და არაერთი ძალოვანი მაღალჩინოსნის კარიერა შეიწირა. მაშინ ის იმავე დღეს დააკავეს.  
 
წინა სტატიაეუთოს 315 კაციანი დელეგაცია,რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: “2017 წლის ბიუჯეტი მოწმობს, რომ ,, ქართული ოცნება” ვერც პენსიებს გაზრდის, ვერც პედაგოგთა ხელფასებს და სოციალური სტატუსის შეჩერებასაც განაგრძობს”-
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური