მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა.

ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა.

Published on

საქართველოში რიგით მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მსგარადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე დაესწრნენ. ტექნოპარკი პრეზიდენტის ზუგდიდის ყოფილ რეზიდენციაში განთავსდა.
„მიხარია, რომ თბილისს შემდეგ მეორე ქალაქი სადაც ინოვაციების პარკი გაიხსნა ზუგდიდია, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ იმ სერვისებზე წვდომა რაც თბილისის ტექნოპარკშია, მეტიც აქ უფრო ახალი ტექნოლოგიები გვაქვს. რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, მათ აქვთ შესაძლებლობა ნიჭის და იდეების რეალიზაციის. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები აღარ წავლენ და მათ შესაზლებლობებს რეგიონის განვითარებას მოახმარენ“ – განაცხადა ლევან შონია.
ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილია როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ტექნოპარკის გახსნას ახალგაზრდები და ბავშვები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დაესწრნენ.

სიახლეები

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. 25 წლის...

ადვოკატის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო

ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო. "ჟურნალისტ...

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ და სოლიდარობის მორიგ აქციას მართავენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციას...

“მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში” -ანა ტყებუჩავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება. მსახიობს...