მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე 5 ოქტომბრის აქციაზე უსაფრთხოების...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე 5 ოქტომბრის აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს განიხილავენ

Published on

5 ოქტომბრის აქცია, ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტარდება და ვიმედოვნებთ, რომ შსს და ყველა უწყება რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს სამინისტროში შესვლამდე განხაცადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიგა ბოკერია, ნიკა მელია და გიორგი ტუღუში შს სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილავენ 5 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს. როგორც შეხვედრის დასაწყისში ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, 5 ოქტომბრის შეკრება იქნება მასშტაბური და სამინისტროში ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მივიდნენ. „5 ოქტომბერს დასკვნით, მასშტაბურ, კამპანიურ შეკრებას ვგეგმავთ ვარდების მოედანზე, სადაც თავს მოიყრის ჩვენი მხარდამჭერების უამრავი რაოდენობა. ეს მოითხოვს ორგანიზაციული საკითხების შეთანხმებას, რათა ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...